Erasmus+



JOURNEY - პროექტის მენტორების ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორებთან ერთად: ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, ქ. ვინიცის რეგიონალური განვითარების სააგენტო (უკრაინა), ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოების ასოციაცია (საფრანგეთი), განჯა (აზერბაიჯანი), ,,ფორმა აზიონე’’ (იტალია), ლოძის მარშალის ოფისი (პოლონეთი), ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+’’ პროექტს " JOURNEY - ერთობლივი ორგანიზაცია ახალგაზრდების სამეწარმეო სოფლის ქსელების გაერთიანებისთვის ’’.

პროექტის ფარგლებში შეირჩა 7 ახალგაზრდა მენტორი, რომლებიც პირველ ეტაპზე გადამზადნენ იტალიაში. პროექტის მეორე ეტაპზე კი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პოლონეთში.
ვიზიტი მოიცავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ლიცეუმში - ‘II Liceum Ogólnokształcącego w Łowiczu’, სადაც ლიცეუმის დირექტორმა თადეუს ზასცეკომ მენტორებს გააცნო ლიცეუმის ისტორია, მისი მიზანი და სასწავლო კურსები.
პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ორგანიზაციის(Fundacja Zaufania Społecznego PUBLICA FIDES) წარმომადგენელმა, რენატა ფიგლევიცმა,  მენტორებს უკრაინიდან, საქართველოდან და აზერბაიჯანიდან გააცნო გუნდურად მუშაობის სხვადასხვა მეთოდები და საშუალებები.

#ERASMUS#JOURNEY #LDA_Georgia #Youth_mobility