ახალგაზრდული მიმართულება



საზაფხულო სკოლა 2019 დასრულდა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, 20-25 ივლისის პერიოდში ქ. ქუთაისში გამართა საზაფხულო სკოლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 16 ახალგაზრდა წარმომადგენელმა.

პროექტის მიზანი გახლდათ, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხარისხის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგებს, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ მოამზადა. მათ, ასევე მიიღეს ინფორმაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობების, კარგი მმართველობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოეწყო სასწავლო ვიზიტები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქუთაისის უნივერსიტეტსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში. ასევე, სკოლის მონაწილეებს შეხვდათ ევროვაშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი საქართველოში.

პროექტი ხორციელდაება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოაგდეობის ფორუმის ქვეგრანტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.