ახალგაზრდული მიმართულება



საზაფხულო სკოლა 2019 დაიწყო

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ „ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, დაიწყო საერთაშორისო საზაფხულო სკოლის განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 16 ახალგაზრდა წარმომადგენელი.

პროექტის მიზანია, გაზარდოს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხარისხი ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის უნარ-ჩვევების განვითარებას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.


პროექტის პირველ დღე გაცნობითი ხასიათის შეხვედრით დაიწყო. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
საზაფხულო სკოლა 20-25 ივლისის პერიოდს მოიცავს.


პროექტი ხორციელდაბა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმის ქვეგრანტის ფარგოლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.