ახალგაზრდული მიმართულება



ახალი პროექტი ახალგაზრდებისთვის!

ახალი პროექტი ახალგაზრდებისთვის!
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ორგანიზაციის ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის, პროექტის „ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის გაზრდა ქალაქ ქუთაისში“ ფარგლებში, ფოკუს-ჯგუფების ფასილიტატორთა ტრენინგი ჩაატარა.


ტრენინგის შედეგად შევარჩიეთ 12 ახალგაზრდა. ისინი ჩაერთვებიან აღნიშნული პროექტის განხორციელების პროცესში, რომლის მიზანია ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა, კვლევების შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების ჩართული მხარეებისთვის გაზიარება და გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზების დასახვისათვის ადგილობრივი ახალგაზრდების გადამზადება.


პროექტი აპრილის თვეში დასრულდება. სიახლეების სანახავად თვალი ადევნეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდსა( www.ldageorgia.ge ) და Facebook გვერდს.


პროექტი დაფინანსებულია მცირე პროექტების მხარდაჭერის (SPA) პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული თემის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა წარმოადგენს მშვიდობის კორპუსისა და USAID ერთობლივ ინიციატივას.