ახალგაზრდული მიმართულება



გახდი Erasmus+ პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელის წევრი

გაქვს ევროპულ გაცვლით პროგრამებში(ERASMUS+ , EVS, საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები და ა.შ.) მონაწილეობის გამოცდილება? - მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ!

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ინიციატივით, ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის იქმნება Erasmus + პროგრამების კურსდამთავრებულთა ქსელი, რომელიც იქნება სასარგებლო როგორც ქსელის წევრებისთვის, ასევე ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის მათი სწავლებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

ქსელის შექმნა გულისხმობს ტრენინგ-სემინარების ორგანიზებას, ინფორმაციის გაზიარებას, მოხალისეობრივი კულტურის განვითარებას და ქსელის წევრების შესაძლებლობების გაზრდას.
აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა: 04/02/2019

აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს. ⬇️⬇️
https://bit.ly/2T7AyZZ