ახალგაზრდული მიმართულება



გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია,საქართველოს პარლამენტის შენობაში საზეიმოდ დაიხურა.

სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო პოზიციის განაცხადი, საუკეთსო სპიკერი, საუკეთსო დელეგაცია.

დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძესთან, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან და ქუთაისის საკრებულოს წევრებთან ერთად დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და პოლონეთიდან.


გაეროს მოდელირებაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე ასაკის 60 ახალგაზრდამ მიიღო,საიდანაც 30 ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო 30 ქ.ქუთაისთან დაძმობილებული ქალაქებიდან იყო.
პროექტის განხორციელების შედეგად, ახალგაზრდებმა გაიუმჯობესეს მოლაპარაკებისა და
საჯარო გამოსვლების უნარები; გაიღრმავეს ლიდერული თვისებები; ახლოს გაეცნენ გაეროს
მუშაობის პრინციპებს; მიიღეს მეტი პრაქტიკული გამოცდილება, გაიცნეს და დაუახლოვდნენ თანატოლებს ქუთაისის მუნიციპალიტეტთან დაძმობილებული სხვადასხვა ქალაქიდან.


გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია განხორციელდა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ -LDA, ქალაქ ქუთაისის მერიასთან, გაეროს განვითარების ფონდთან და მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით.