რეგიონებში „ჰაბ“-ის შექმნა არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა სამოქალაო საზოგადოების უკეთ მობილიზებისა და გაძლიერებისთვის.

„ჰაბ„ -ის მიზანია, ხელი შეუწყოს რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და განსხვავებული გამოცდილების მქონე პირებისათვის საერთო სივრცის შექმნას. „ჰაბ“-ის შექმნა არის ერთგვარი ინოვაციის შემოტანა ჩვენს სფეროში და ბიძგი სიახლისკენ და მეორეს მხრივ გრძელვადიანი სისტემური პლატფორმის შექმნა.


რეგიონული „ჰაბ“-ის შექმნა გამოიწვევს სამოქალაქო საზოგადოების წევრების გავლენის გაზრდას ადგილობრივ დონეზე, ახალი კონტაქტების დამყარებას, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების ზრდას; შედეგების გაუმჯობესებას ერთობლივი საქმიანობის განხორციელების გზით; სამოქალაქო საზოგადოების რესურსებისა და შესაძლებლობების ზრდას; სხვადასხვა აქტივობების ეფექტურად დაგეგმვასა და ორგანიზებას. „ჰაბ“-ის წევრი ორგანიზაციებისთვის პროექტების წერის, ფინანსური მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დარგში ექსპერტულ დახმარებას. „ჰაბ“-ის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ასევე სიახლეებზე მუშაობას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს კიდევ უფრო წინ წამოწევს და გააძლიერებს.


რეგიონული „ჰაბ“-ი მუშაობს ოთხი სტრატეგიული მიმართულებით:
სპ1 - სამოქალაქო საზოგადების ფინანსური სტაბილურობის გაზრდა
სპ2 - სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშვალდებულების გაზრდა და საზოგადოებრივი განწყობების              გაუმჯობესება
სპ3 - სამოქალაქო საზოგადოების აქტორების უნარ-ჩვევების გაძლიერება
სპ4 - სამოქალაქო საზოგადოების აქტორების როლის გაზრდა საჯარო პოლიტიკაში