სტრატეგია და ხედვა

ჩვენი ხედვაა, საქართველოში შეიქმნას ძლიერი და დამოუკიდებელი თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომელსაც აქვს საკმარისი უფლებამოსილება, შესაძლებლობები და რესურსი უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ეფექტური მართვა და მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. ამ მიზნისთვის მნიშვნელოვანია ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაც და რეფორმების თანმიმდევრული გაგრძელება.


სტრატეგიული ხედვა


ორგანიზაციის ხედვა მომავალი 4 – 5 წლის მანძილზე გულისხმობს:

  • - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ძლიერი და აღიარებული აქტორი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, მუნიციპალიტეტების მეტი დაფარვა და გეოგრაფიული ექსპანსია

  • -  ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ფასიანი სერვისების მიმწოდებელი

  • - ადგილობრივ პოლიტიკის დონეზე ცვლილებების მეტი კონკრეტული წარმატებული მაგალითები (ინკლუზიური პოლიტიკა, მონაწილეობა, ხარისხიანი სოციალური სერვისები)

  • - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო სამოქალაქო საზოგადოების აღიარებული რესურს ცენტრი იმერეთის რეგიონში, რომელსაც აქვს მჭიდრო პარტნიორობა სხვა რეგიონებში მოქმედ ანალოგიურ ორგანიზაციებთან და აქვს კონკრეტული სერვისები სამოქალაქო აქტორებისთვის და აქტიური წვლილი შაქვს მათ გაძლირებასა და გავლენის გაზრდაში

  • - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო ევროინტეგრაციის ხელშეწყობისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის წახალისების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია

  • - ეფექტიანი და მოთხოვნადი ახალგაზრდული პროგრამები/სერვისების მიმწოდებელი, რომელთა რეპლიკაცია და გავრცელებაც წარმატებით ხორციელდება.


ორგანიზაციის სტრაგეტიის ერთ-ერთი მიმართულებაა თვითმმართველობების გაძლიერება და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო მოხელეთა შესაძლებლობების განვითარება, თვითმმართველი ერთეულების ეფექტური ფუნქციონირების მიზნით.


პრიორიტეტული თემებია:

1. თვითმმართველობებში ინკლუზიური პოლიტიკის განვითარება;

2. მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების განვითარება,

3. სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ზრდა,

4. ადგილობრივ საჯარო მოხელეთა გადამზადება.