აქტივობები



საკონსულტაციო შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, როგორც კონსულტაციების გაწევა, ასევე, პროექტით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააჩნიათ.ასევე, საუბარი შეეხო COVID19-ის შედეგად მიღებულ გამოწვევებსა და საკითხებს, რომელი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა.

შეხვედრა გაიმართა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.