აქტივობები



საინფორმაციო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, COVID19-ის შედეგად მიღებულ გამოწვევებს და საკითხებს, რომელი მიმართულებითაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა გააგრძელონ აქტიური მუშაობა.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.