აქტივობები



საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ქუთაისში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ქუთაისში მოქმედი მე-15 და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, "დროის ბანკის" შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გამართა,რომლის მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდებისთვის ახალი პორტალის, "დროის ბანკის" მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.

„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა,რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება,რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.