აქტივობები



საინფორმაციო შეხვედრები ახალგაზრდებთან ქუთაისში

ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები აგრძელებენ თავიანთი სოციალური კაპიტალის დაგროვებას!

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრებისთვის, "დროის ბანკის" შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა ასევე ორგანიზება გაუწია შეხვედრას, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტში განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა, ავთანდილ მაჩიტიძემ ჩაატარა.

შეხვედრების მთავარი მიზანი გახლდათ ახალგაზრდებისთვის ახალი პორტალის, "დროის ბანკის" მუშაობის სპეციფიკის გაცნობა.

„დროის ბანკს“ საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს.დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა,რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა; დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება,რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.