რეგიონული ჰაბი



საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან თერჯოლის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქოსაზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.