რეგიონული ჰაბი



საკონსულტაციო შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში,ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის როგორც კონსულტაციების გაწევა, ასევე პროექტით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააჩნიათ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.