რეგიონული ჰაბი



საკონსულტაციო შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კონსულტაციების გაწევა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააჩნიათ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.