რეგიონული ჰაბი



საინფორმაციო შეხვედრა თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში,თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელ პირებთან და მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დამსწრეებმა მიიღეს ინფორმაცია საზოგადოერივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების კონცეფციის შესახებ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.