რეგიონული ჰაბი



საკონსულტაციო შეხვედრები ხარაგაულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში,ხარაგაულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებრივი, სათემო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი გახლდათ ადგილობრივი ორგანიზაციების საჭიროებების გაცნობა და მათთვის შესაბამისი კონსულტაციების გაცემა.

იმერეთის რეგიონულმა ჰაბმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ორგანიზაციის ვებ გვერდზე არსებული ჰაბის ერთიანი ბაზა. მათ აგრეთვე ისაუბრეს სიახლეზე, რომელიც გულისხმობს იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტის მომზადებას.
საკონსულტაციო შეხვედრების შედეგად ჰაბის ერთიან ბაზას 5 ახალი ორგანიზაცია შეემატა.


აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.