რეგიონული ჰაბი



საკონსულტაციო შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი მათთვის კონსულტაციების გაწევა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ.
შეხვედრაზე გამოიკვეთა ის ძირითადი საჭიროებები, რაც რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.