რეგიონული ჰაბი



ტრენინგები ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, ვანისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, ეფექტური მონიტოპრინგის განხორციელების შესახებ ტრენინგები ჩაატარა.

აღნიშნული ტრენინგების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ეფექტური სამოქალაქო მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის პრინციპებს.

პროექტი "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.