მიმდინარე



„რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“.

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA) ახორციელებს პროექტს – „რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“. პროექტის მიზანია პროექტის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი  ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორების ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებად  იქნება წარმოდგენილი: 1. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; 2. მოქალაქეთა ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების, მუნიციპალიტეტების ფუნქციების და ვალდებულებების, მდგრადი ადგილობრივი ეკონომიკური განვითრების (LED) ინიციატივების და მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტრუმენტების შესახებ; 3. თანამშრომლობის გაძლიერება საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით.

პროექტის განხორციელება იწყება 2020 წლის იანვრიდან და მთავრდება 2021 წლის მარტში.

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის”  პროექტის  ფარგლებში,  შვეიცარიის  განვითარების  და  თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.