პროექტები



სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა - იმერეთის რეგიონული ჰაბი

2017 წელს ადგილობრივი დემოკრატის სააგენტო საქართველო გახდა HUB ორგანიზაცია იმერეთის მხარეში, რომლის ძირითადი ვალდებულებები იქნება შემდეგი:

 იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების/სათემო ორგანიზაციებისთვის კონსულტაციების გაწევა და მათი ინფორმირება;
 იმერეთის მხარის ჰაბში ცხელი ხაზის სერვისი შექმნა, რომელიც სხვადასხვა აქტორებს საშუალებას მისცემს მიიღონ კვალიფიციული სამართლებრივი დახმარება/არამარტო;
 იმერეთის მხარის ჰაბის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც რეგიონის ასევე ეროვნულ დონეზე დაგეგმილ ღონისძიებებში;
 რეგიონული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმების ორგანიზება;
 შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან იმერეთის მხარეში;
 საინფორმაციო ბუკლეტის ბეჭდვა, სადაც აისახება იმერეთის მხარეში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია;
 სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის შესახებ.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო
საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC),
საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) პარტნიორობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.