ახალი ამბები



ვიზიტი ონის მუნიციპალიტეტში.

მიმდინარე გრანტის „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ვიზიტი გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟაშქვაში მცხოვრები ახალგაზრდა მეფუტკრის მეურნეობაში, რომელიც გრანტის ერთ-ერთი ბენეფიციარი და აქტივობების მონაწილეა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა გაუძღვა პრეზენტაციას გრანტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქვე დაანონსდა ტურიზმის რეგიონალური ფორუმის მოწყობა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ამბროლაურში.

პრეზენტაციას ესწრებოდა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში - ლუიზა ვინტონი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.