ახალი ამბები



ტრენინგი ფერმერებისთვის, მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის შესახებ.

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო ახორციელებს გრანტს "რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა", რომლის მიზანია რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირება და საზოგადოების სხვადასხვა აქტორის ჩართულობის უზრუნველყოფა პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

გრანტის ფარგლებში გადამზადდა, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერები,მათ შორის ახალგაზრდა ფერმერები, მეურნეობის დაგეგმვისა და მართვის საკითხების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის 4-ვე მუნიციპალიტეტში.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.