ახალი ამბები



ვიზიტი ადგილობრივი ბიზნესის საინფორამციო ცენტრში

15 ივნისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა, გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან, ოთარ კონჯარია, თინათინ ტყეშელაშვილი და გვანცა ირემაშვილი, ერთად, ესტუმრა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ადგილობრივი ბიზნესის საინფორამციო ცენტრს.

მოხარულები ვართ, რომ ადგილობრივი ბიზნესის საინფორმაციო ცენტრი აქტიურად აგრძელებს მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევას. ამ დროისთვის, საინფორმაციო ცენტრი მოემსახურა 100 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ ცენტრის საშუალებით დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია დაფინანსების მიღების შესაძლებლობების შესახებ და რჩევები სააპლიკაციო ფორმების შევსების თაობაზე.

ადგილობრივი ბიზნესის საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის, ა(ა)იპ "რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაცია", ბაზაზე, გრანტის "რაჭა-ლეჩხუმის ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა" ფარგლებში.

გრანტი „რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის, ფაზა 2“ პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.