ახალი ამბები



საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში,ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან.

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ,ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მედიისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, კანონთან კომფლიქტში მყოფი მოზარდების პრევენციული ღონისძიებების, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, ანტისოციალური ქცევის გამომწვევ მიზეზებზე, შედეგებსა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე.

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროექტის, ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“, ფარგლებში. პროექტის მიზანიაიმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთამართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნული პროექტი, ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’, ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA GEORGIA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამაში.