ახალი ამბები



რადიო გადაცემა - "არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში"

მოუსმინეთ, 27იანვარს,რადიო „ძველი ქალაქის“ სიხშირით გასულ გადაცემას, სადაც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ხუხუა საუბრობს პროექტის, „არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში“, მიზნებსა და ამოცანებზე.
ასევე, ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები, ფსიქოლოგი თეა ფანჩულიძე და იურისტი, ანა ჩაფიძე, თავის მხრივ, გაგვაცნობენ არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიასა და მის ძირითად პრინციპებს.
პროექტის მიზანია იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში ხელი შეუწყოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
პროექტის ამოცანებია:
- საზოგადოების (ადგილობრივი თვოთმმართველობა,სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები,მედია, საგანმანათლებლო სექტორი) ცნობიერების ამაღლება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმისა და დანაშაულის პრევენციის საკითხებზე ინტენსიური საინფორმაციო კამპანიებისა და სემინარის მიწოდების გზით;
- კანონთან კომფლიკტში მყოფ მოზარდებთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევა, ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების უზრუნველყოფის გზით.
აღნიშნული პროექტი ,,არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში’’ ხორციელდება ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ(LDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA) და საქართველოს წამების მსხვერპლთა და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) მიერ გამოცხადებული მცირე გრანტების პროგრამაში.