ახალი ამბები



სტრასბურგის კლუბის ევროპული სოლიდარობის ქსელის მე-16 საერთო კრება

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ 2019 წლის 5-8 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო ქ. სტრასბურგის კლუბის ევროპული სოლიდარობის ქსელის საერთო კრებაში. სტრასბურგის კლუბი აერთიანებს 18 ქვეყნის 30-ზე მეტი ქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობებს და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

]სტრასბურგის კლუბის შეხვედრა ჩატარდა მსოფლიო დემოკრატიის ფორუმის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ.სტასბურში, ევროპის საბჭოში და მასში მონაწილეობას იღებს ასობით ახალგაზრდა, ორგანიზაციისა და მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მსოფლიოს დემოკრატიის ფორუმის მთავარი განსახილველი საკითხი გახლდათ ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის მეთოდები და ის საფრთხეები, რომელსაც დემოკრატიული პროცესების განვითარების პროცესში მსგავსი ტიპის ინფორმაციის გავრცელება ქმნის.