ახალი ამბები



შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის - „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ ფარგლებში, გამართა სამუშაო ტიპის შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან.  შეხვედრის მიზანი გახლდათ ბაღდათში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა. საბჭოს წევრები აქტიურად ჩაერთვნენ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში იდენტიფიცირებული საჭიროებების ადვოკატირების პროცესში.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაWorld Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.