ახალი ამბები



ტრენინგები სექტემბრის თვეში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან - ა(ა)იპ "ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის" და ა(ა)იპ "პედაგოგთა კავშირი - განათლება და სამყარო" ერთად, ახორციელებს პროექტს - ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სექტემბრის თვეში ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები ჩატარდა. თითოეულ მუნიციპალიტეტში სამი ტრენინგი, რომელთა თემა გახლდათ - "სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა". 

შეხვედრას დაესწრნენ ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, თვითმმართველობისა, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები.

პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაWorld Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.