ახალი ამბები



Journey - სამუშაო ვიზიტი განჯაში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა Erasmus + საერთაშორისო პროექტის "Journey" ფარგლებში აზერბაიჯანში,ქალაქ განჯაში იმყოფებოდა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი პარტნიორებთან ერთად პროექტის მიღწევების საერთო ანალიზი და სამომავლო გეგმების დასახვა გახლდათ.

პროექტის მიზანია: უკრაინის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ახალგაზრდა ლიდერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების და ახალგაზრდა მეწარმეების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდა მეწარმეობის მიმართულებით და ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად ახალგაზრდა მეწარმეების ქსელების შექმნა სოფლად ; ევროკავშირის გამოცდილების შესწავლა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებისთვის გაზიარება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.