ახალი ამბები



სამუშაო ტიპის შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტის - „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ ფარგლებში, ჩაატარა სამუშაო ტიპის შეხვედრები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის წარმომადგენლებთან, რომელთა ჩართულობითა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული საჭიროებების კვლევის დოკუმენტზე დაყრდნობით შემუშავდა ორი პროგრამა, რომლებშიც დეტალურად გაიწერა პროგრამების მიზნები, მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირის განათლება და სამყარო.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაWorld Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.