ახალი ამბები



თემატური ვორქშოპები ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, განახორციელა პროექტი „ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.

აღნიშნული პროექტის დასკვნით ეტაპზე, აგვისტოს თვეში, პროექტის ქართველმა, უკრაინელმა და მოლდოველმა მონაწილეებმა თავიანთ ქვეყნებში, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის თემატური ვორქშოპები ჩაატარეს.
ვორქშოპების თემა გახლდათ ახალგაზრდების საჭიროებების ანალიზი და მათთვის გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობის მექანიზმების გაცნობა.

პროექტის მიზანი გახლდათ, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხარისხის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან:
1. ახალგაზრდული ორგანიზაცია STAN, უკრაინა;
2. მოლდოვის ეროვნული ახალგაზრდული საბჭო CNTM, მოლდოვა;
3. ადამიანის უფლებათა და მედიის რეგიონალური ცენტრი, აზერბაიჯანი.
პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმის ქვეგრანტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.