ახალგაზრდული მიმართულება



გაიცანით ჩვენი საზაფხულო სკოლის მონაწილეები (ვიდეო)

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველმ, პროექტ «ახალგაზრდების საჭიროებების შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში» ფარგლებში, დაასრულა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და მოლდოვის 16 ახალგაზრდა წარმომადგენელი.

პროექტის მიზანი გახლდათ,ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხარისხის გაზრდა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

საზაფხულო სკოლა 20-25 ივლისის პერიოდს მოიცავდა.

პროექტი განხორციელდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადეობის ფორუმის ქვეგრანტის ფარგოლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
იცილეთ ვიდეო (ინგლისურ ენაზე)