ახალი ამბები



2019 წლის ფორუმი - Deliberative Democracy Exchange – DDEX 2019

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ მონაწილეობა მიიღო ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში Kettering Foundation მიერ ორგანიზებულ 2019 წლის ფორუმში - “Deliberative Democracy Exchange” – DDEX 2019.

ფორუმში მონაწილეობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აკადემიკოსები და ჟურნალისტები მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან. ამ ერთკვირიანი შეკრების დროს, მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ცოდნა მიზანმიმართული დემოკრატიის თემის გარშემო.

ნინო ხუხუამ, კოლეგებს საქართველოს მაგალითზე გაუზიარა ორგანიზაციის გამოცდილება მოქალაქეთა ჩართულობის, კარგი მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობის პრინციპების შესახებ.

მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, უცხოელი კოლეგებისთვის გაგვეზიარებინა ორგანიზაციის გამოცდილება. ამას გარდა, მათი პერსპექტივიდან