ახალი ამბები



ტრენინგები ბაღდათსა და ზესტაფონში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირი - განათლება და სამყაროსთან ერთად ახორციელებს პროექტს - „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ივლისის თვეში ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგების თემები გახლდათ- "სასიცოცხლო და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება“, "სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობა". 

შეხვედრებს დაესწრნენ ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, თემის წარმომადგენლები, მშობლები, ახალგაზრდები, სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგები.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision Georgia-ს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.