ახალი ამბები



ტრენინგები ივლისის თვეში

ივლისის თვეში, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ,პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში,  გამართა ტრენინგები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდებისთვის, კერძოდ:

11 ივლისს - ტრენინგი თემაზე „სოციალური მეწარმეობა“, რომელსაც ესწრებოდა 20 მონაწილე, იმერეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ტრენინგს ფასილიტაცია გაუწია, პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა დავით სარალიძემ.

17 ივლისს - ტრენინგი თემაზე „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“, რომელსაც ესწრებოდა 17 მონაწილე იმერეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ტრენინგს ფასილიტაცია გაუწია, პროექტის ფინანსურმა მენეჯერმა დავით სარალიძემ; 

27 ივლისს - ტრენინგი თემაზე „ფონდების მოძიება“, რომელსაც ესწრებოდა 17 მონაწილე იმერეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ტრენინგს ფასილიტაცია გაუწია, პროექტის მენეჯერმა ნინო ხუხუამ;

სატრენინგო მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ , კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ.