ახალი ამბები



ახალი პროექტის პრეზენტაცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ბაღდათის მუნიციპალიტეტში, წარადგინა პროექტ „ინკლუზიური დიალოგი-ეფექტური სოციალური პოლიტიკისთვის“ პრეზენტაცია, რომლის მიზანია უზრუნველყოს იმერეთის მხარის ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში სოციალური მომსახურების მიწოდების სისტემის გაუმჯობესება და ინკლუზიური თანამშრომლობითა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დიალოგის გზით უკეთესი და საჭიროებაზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის შემუშავება.

პროექტის ფარგლებში იგეგმება შემდეგი აქტივობების განხორციელება: მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება; სოციალური პროგრამების შემუშავებაზე ვორქშოფი; მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები; მოსახლეობის ფორუმი „მოქალაქეთა ხმა“; ტრენინგები მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის; ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა (CSR) და მოხალისეობის შესახებ; მულტისექტორული თანამშრომლობის შეთავაზების პაკეტების მომზადება და ა.შ.
‼️პროექტის პარტნიორები არიან ა(ა)იპ ასოციაცია ქალები რეგიოების განვითარებისათვის და ა(ა)იპ პედაგოგთა კავშირის განათლება და სამყარო.

პროექტი დაფინანსებულია პროექტ "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.