ახალი ამბები



შეხვედრა თერჯოლაში დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ

თერჯოლაში გაიმართა შეხვედრა თემაზე - დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები.

შეხვედრის მიზანი გახლდათ, დაინტერესებულ ჯგუფებს ემსჯელათ რეგიონის განვითარების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე, განეხილათ სხვადასხვა დაინტერსებულ მხარეს შორის (ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ბიზნესი, აკადემიური წრეები) თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკოლოზ როსებაშვილმა და „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხში - გია ტოკლიკიშვილმა, მონაწილეებს გააცნეს პრეზენტაცია თემაზე: ,,დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები“. მოხსენების შემდეგ შედგა დისკუსია პრეზენტაციაში ასახულ მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას იმერეთის მხარის 6 მუნიციპალიტეტის(თერჯოლა, ტყიბული, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა) თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


შეხვედრა ჩატარდა პროექტის: ,,საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
შეხვედრა ორგანიზებულია ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ, რომელიც არის პროექტის პარტნიორი იმერეთის მხარეში.