ახალი ამბები



ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წევრთა საერთო კრების სხდომა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთვის, მაისის თვე მნიშვნელოვანი ღონისძიებით დასრულდა.

31 მაისს, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს წევრთა საერთო კრების სხდომა გაიმართა, რომლის მიზანიც გახლდათ:
✔ ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშის წარდგენა;
✔ორგანიზაციის გრძელვადიანი სტრატეგიისა და კომუნიკაციის სტრატეგიის დოკუმენტის განხილვა/დამტკიცება; 
✔ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალი ვადით არჩევა.

გამგეობამ, LDA საქართველოს აღმასრულებელ დირექტორად, 1 წლის ვადით კვლავ ნინო ხუხუა აირჩია!
წარმატებებს ვუსურვებთ აღმასრულებელ დირექტორს, უფლებამოსილების ახალი ვადის განმავლობაში!