ახალი ამბები



კონფერენცია "ახლოს ხალხთან-უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება"

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა მოხსენებით წარსდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, საქართველოს "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" და საქართველოს მთავრობის ერთობლივ კონფერენციაზე სახელწოდებით "ახლოს ხალხთან-უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება".
მისი გამოსვლა შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხვებს, როგორებიცაა: საქართველოს რეგიონული მიღწევები და გამოწვევები; სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა და როლი დემოკრატიის განვითარებაში; მოქალაქეთა ჩართულობა ბუჯეტის შემუშავების პროცესში.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო გახლავთ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენელი იმერეთის მხარეში, ხოლო ნინო ხუხუა პლატფორმის IV სამუშაო ჯგუფის - "მობილობა და ხალხთა შორის კონტაქტები" კოორდინატორი, შესაბამისად ნინომ კონფერენციის მიმდინარეობისას მოდერაცია გაუწია სამუშაო ჯგუფის პარალელურ სესიას, სადაც განიხილებოდა შემდეგი საკითხები: კონფლიქტები;განათლება და ახალგაზრდები;ახალგაზრდებზე ორიენტირებული შრომითი ბაზარი.

კონფერენციაზე გარდა ევროკავშირთან ასოცირების პროცესებისა, ყურადღება გამახვილდა მოხალისეობის კონცეფციის პოპულარიზაციაზე. აგრეთვე, კონფერენციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ რეგიონული მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.

კონფერენცია ორგანიზებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის, ლიბერალური აკადემია თბილისის და პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" მიერ.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS). პროექტს კონრად ადენაუერის ფონდთან ერთად ახორციელებენ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი(EDEC).