ახალი ამბები



საინფორმაციო შეხვედრა მარტვილის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრები გამართა.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის შესახებ. 
ასევე შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, შესრულებულ პროექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე.

✔პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ,რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მმოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.