ახალი ამბები



საინფორმაციო შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტში

გასულ კვირას, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სტრატეგიის შესახებ. 
ასევე შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, შესრულებულ პროექტებზე, საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე.

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ,რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მმოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.