ახალი ამბები



"რეგიონის განვითარება ნიშნავს..." ქუჩის კამპანია ფოთის, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში!

გასულ კვირას ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ ხობის, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ქუჩის კამპანია ჩაატარა.

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის 9-ვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაატარებს ქუჩის კამპანიას "რეგიონის განვითარება ნიშნავს....".

კამპანიის ფარგლებში მომზადდება ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე- www.ldageorgia.ge და სოციალურ ქსელში- Facebook; Youtube.

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.