ახალი ამბები



"რეგიონის განვითარება ნიშნავს..." ქუჩის კამპანია აბაშის,სენაკისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში!

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, პროექტის "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის 9-ვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში ჩაატარებს ქუჩის კამპანიას "რეგიონის განვითარება ნიშნავს....".

კამპანიის ფარგლებში მომზადდება ვიდეომასალა, რომელიც გავრცელდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე- www.ldageorgia.ge და სოციალურ ქსელში- Facebook; Youtube.

პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.