ახალი ამბები



EAP ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმასა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთათანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

მემორანდუმის მიზანია ურთიერთთანამშრომლობა ქუთაისის მერიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისთვის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 372-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის „კომუნიკაციის არხების ჩამოყალიბებასა და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის სისტემის განმტკიცებას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სოციალურ და ეკონომიკურ აქტორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის“.

მემორანდუმს ხელი მოაწერა ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილმა და ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ხუხუამ. როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რეგიონულმ წარმომადგენელმა იმერეთის მხარეში.