ახალი ამბები



შეხვედრა ALDA-ს წევრობის მსურველ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ხუხუა ორგანიზაცია ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისათვის (ALDA) წევრობის მსურველ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის სახელმწიფო რწმუნებული, ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე მერი ალექსანდრე სურგულაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ზაზა ცინცაძე და მუნიციპალიტეტების სხვა წარმომადგენლები.


შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე მუნიციპალიტეტის საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.