ახალი ამბები



საინფორმაციო შეხვედრები ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მოსახლეობისათვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ „იმერეთის მხარეში, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თაობაზე, მოქალაქეთა ინფორმირება“ შესახებ, რომელსაც რეგიონული სამოქალაქო საზოგადოებრივი, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

აღნიშნული შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია,როგორც პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ, აგრეთვე თავად ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) იმპლემენტაციისა და მისი თანმდევი საკითხების შესახებ.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინფორმირებულობას DCFTA-ს განხორციელების პროცესის მხარდაჭერის მისაღწევად.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროექტის "საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-სა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა" ფარგლებში.