ახალი ამბები



დისკუსია ადგილობრივი საჭიროებების განსახილველად

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, ქუთაისში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის გამართა დისკუსია ადგილობრივი საჭიროებების განსახილველად.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია გენდერულ საჭიროებებთან დაკავშირებით.

აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია პროექტ "საქართველოს ეროვნული პლატფორმის როლის გაძლიერება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე- რეგიონალური წარმომადგენლები იმერეთის მხარეში" ფარგლებში, ეროვნული პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ.