ახალი ამბები



საინფორმაციო შეხვედრა საზ. და მედია ორგანიზაციებთან მესტიაში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ, მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ,მათ შორის აქცენტი გაკეთდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, რეგიონის მასშტაბით შესრულებულ პროექტებზე,საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე და ა.შ.

პროექტის მიზანს წარმოადგენს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ.

პროექტი ხორციელდება GIZ-ის „მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.

LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო მესტიაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდა 🙌

Posted by სვანეთინიუსი / SvanetiNews on სამშაბათი, 23 ოქტომბერი, 2018