მედია ცენტრი



საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისათვის გამართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტ "სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ევროკავშირთან ასოცირების პროცესის შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდა" შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია, ასოცირების შესახებ შეთანხმების 21-ე თავით გათვალისწინებული საკითხებისა და მისი თანმდევი სამართლებრივი აქტების შესახებ, მათ შორის აქცენტიგაკეთდა მმართველობაში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობაზე, რეგიონის მასშტაბით შესრულებულ პროექტებზე,საქართველოს რეგიონული განვითარების ახალ პროგრამაზე და ა.შ.


პროექტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტებში საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ასოცირების შეთანხმების 21-ე თავის - „რეგიონული განვითარება, თანამშრომლობა საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე“ შესახებ, რომელიც ხორციელდება GIZ-ის პროექტის „მმოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რეგიონული განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პლატფორმა“ ფინანსური მხარდაჭერით.